ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!
საექსკურსიო მომსახურეობა
საექსკურსიო მომსახურებით ტურისტები გაეცნობიან საქართველოს უძველეს მხარეს იმერეთს, დაათვალიერებენ უძველეს ქალაქს ქუთაისს, შუა საუკუნეების ძეგლებს გელათის მონასტერს, ბაგრატის ტაძარს. უნიკალურ კარსტულ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს, ნახავენ მილიონი წლის წინ გადაშენებული დინოზავრის ნაკვალევს, ტურისტებს მოემსახურება მაღალკვალიფიციური გიდები და კომფორტაბელური ავტობუსები.
წყალტუბო
წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში, ქ.ქუთაისიდან 9 კმ-ის დაშორებით მდ. წყალტუბოს ხეობაში, რომელიც ერთვის მდ. გუბის წყალს - რიონის რიონის შენაკადს, იმყოფება შავი ზღვიდან 70 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 95-120 მ-ის სიმაღლეზე.
კურორტის ტერიტორია ძალზე ლამაზია, წარმოადგენს მარადმწვანე პარკოვანი მცენარეებით დაფარულ ვაკეს, რომელიც გადადის ტყეებით დაფარულ ბორცვებიან და მთიან ადგილებში -სამგურალის ქედის ფერდობში.
კურორტ წყალტუბოს კლიმატი არის ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკული. საშუალო წლიური ტემპერატურა არის +14,6 C. ზამთარი ძალზე რბილია და უთოვლო; იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,3 C. ზაფხული ძლიერ თბილია და ზომიერად ნოტიო; აგვისტოს საშ. ტ-რა 23,8 C. ნალექების წლიური ჯამი შეადგენს 1700 მმ. საშუალო შეფასებითი სინოტივე 73%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში აღემატება 2000 საათს. ქარები აღინიშნებასამოძრაო ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის და ზოგიერთი ნივთიერებათა ცვლის დაავადებები.
თერაპიული ეფექტიობის ესოდენ დიდი დიაპაზონი განპირობებულია მინერალური წყლის შემადგენელი ფიზიკო-ქიმიური ელემენტების განსაკუთრებული ხელსაყრელი შეხამებით.
კურორტ წყალტუბოს ახალ ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს კარსტული მღვიმეების მიკროკლიმატი. ამ ბუნებრივი ფაქტორის ფიზიკო-ქიმიური და სამკურნალო თვისებების შესწავლა დაიწყო 1970 წლიდან საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ კარსტული მღვიმის (თეთრი მღვიმის) მიკროკლიმატი ხასიათდება ტემპეტატურის მუდმივობით მთელი წლის განმავლობაში (14 C), ზომიერი აბსოლუტური სინოტივით (14 გ/მ3 ნაკლები), ჰაერში მხოლოდ ზამთარში და ადრე გაზაფხულზე, რომლებიც აღმოსავლეთის ან დასავლეთის მიმართულებისაა.
ყველაზე საუკეთესო სეზონად შემოდგომა და გვიანი გაზაფხული ითვლება. ზაფხულობით ხშირად ცხელი და ნოტიო ამინდები, ხოლო ზამთარში და ადრე გაზაფხულზე არაიშვიათია ქარები.
კურორტ წყალტუბოს სახელი გაუთქვა უნიკალურმა მინერალურმა წყლებმა, რომლებიც შეუდარებელია როგორც თავისი ფიზიკო-ქიმიური, ისე სამკურნალო თვისებებით. წყალტუბოს მინერალური წყალი არის ზუსტად რადონული (20-40 ემანი ან 74-148 ბკ/ლ ერთეული), ქლორიდულ - ჰიდროკარბონულ - სულფატური, ნატწიუმიან - მაგნიუმიან - კალციუმიანი, რომლის მინერალიზაცია შეადგენს 0,7-0,8 გრ/ლ. დღეღამის დებიტი აღწევს 18-20 მილიონ ლიტრს. ბუნებრივი ტემპერატურა 33-35 C-ია რაც საშუალებას იძლევა მინერალური წყალი გამოვიყენოთ ხელოვნური გათბობის გარეშე.
წყალტუბოს მინერალური წყალი გამოიყენება აბაზანების სახით. როგორც გვიჩვენა მრავალწლიურმა დაკვირებებმა ამ წყლის აბაზანები მაღალ სამკურნალო თვისებებს იჩენენ ავარმყოფეფზე, რომელთაც აქვთ კალციუმის, მაგნიუმის და ჰიდროკარბონატისაეროზოლების შემცველობით, ნახშიროჟანგის ზომიერად მომატებული რაოდენობით, (0,1-0,2%), ჰაერში მსუბუქი იონების დიდი კონცენტრაციით (20-30 ჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ ატმოსფერულ ჰაერში).
დადგენილი იქნა აგრეთვე, რომ კარსტული მღვიმის მიკროკლიმატი ხასითდება გამოხატული სამკურნალო თვისებებით ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის დროს. ამჟამად წყალტუბოს ”თეთრ მღვიმეში” წარმატებით მიმდინარეობს ამგვარი ავადმყოფობის მკურნალობა.
